• Ƀ/$

Microsoft განახლებად ენერგიაში წილს ზრდის

7 მარტი 19:09, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Microsoft-მა, განახლებად ენერიაზე გადასვლის პროგრამის ფარგლებში ინდურ Atria Power-თან ხელშეკრულება გააფორმა.

ინდური კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტს მზის ელექქტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მოამარაგებს. მართალია სადგური მძლავრი არაა, 1 მცირე ზომის ოფისისთვის საკმარისია.


„ინდოეთი შესანიშნავი ადგილია მზის ენერგიაში ინვესტირებისთვის“ განაცხადა Microsoft India-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ენეთ მეშიუვერმა.


ხელშეკრულება ინდოეთის სახელისუფლებო გეგმის შესრულებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის ამოცანაც 2022 წლამდე 100GW განახლებადი ენერგიის მიღებაა.


მსგავსი ტიპის შეთანხმება Microsoft-ისთვის ინდოეთთან პირველია, აზიის ბაზარზე კი ერთ-ერთი პირველი. მისი დასრულების შემდეგ Microsoft-ის წვლილი განახლებად ენერგიაში 900 MW-ს მიაღწევს.


მზის და ქარის ენერგია, ელექტრომობილები თანამედროვე მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს გენერაცია და გაყიდვები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუმცა ჯერჯერობით მათი წილი კვლავ მიზერულია. სიტუაციის რადიკალურად შეცვლას 20-იან წლებში ელიან, როდესაც ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ფასები ტრადიციული საწვავისა და ავტომობილის ფასს გაუთანაბრდება.


მსგავს თემაზე:

Microsoft-მა ბიტკოინის მხარდაჭერა შეაჩერა


2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ



სხვა სიახლეები