• Ƀ/$

Facebook-ი ხმოვან სტატუსებს ნერგავს

7 მარტი 23:40, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Facebook-ში ადასტურებენ, რომ ხმოვანი სტატუსების სისტემა, ინდოეთში საცდელ რეჟიმში ფუნქციონირებს. იდეის ავტორები ხმოვან სისტემას ტექსტურთან შედარებით ემოციურად უფრო მარტივად აღსაქმელად მიიჩნევენ.

Facebook-ში იმედოვნებენ, რომ ცვლილებების შემდეგ მომხმარებელთა აქტიობა გაიზრდება და ისინი უფრო მეტ უნიკალურ მასალას გააზიარებენ. კლავიატურის ბარიერის მოხსნა, კი მათ ამ საქმეში დაეხმარებათ.


#1 სოციალური ქსელი წლების განმავლობაში იბრძოდა, რათა მომხმარებლებს ექსკლუზიური მასალა, ორიგინალი კონტექტის წილი კი 2015 წლის შემდეგ 21%-ით შემცირდა. ინფორმაციის ნაწილი Instagram-ზე გადამისამართდა, რომელიც Facebook-ის კუთვნილებაა, მაგრამ ნაწილი კონკურენტმა სოციალურმა ქსელებმა ირგუნეს.


ხმოვანი შეტყობინება სიახლეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ამ მეთოდით მხოლოდ ერთ ან იშვიათ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანთან ხდება კომუნიკაციის დამყარება. გამარტივებული ხმავანი სტატუსის შემთხვევაში კი აუდიტორია მნიშვნელოვნად გაიზრდება. ინდოეთში 20-ზე მეტ ენაზე საუბრობენ, სწორედ ამის გამო შეირჩა ეს ქვეყანა სისტემის რეალურ რეჟიმში გამოსაცდელად.


Facebook 2004 წლის თებერვალში დაარსდა, თარიღობრივად ის არ ყოფილა პირველი სოციალური ქსელი, მაგრამ სოციალური ქსელების პოპულარობა სწორედ მაშინ იკრეფდა ძალას. დღეს Facebook-ზე 2.2 მილიარდი მომხმარებელია დარეგისტრირებული, 1.4 მილირდზე მეტი კი მას ყოველდღიურად მოიხმარს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $531 მლრდ-ს აჭარბებს.


2018 წელი კომპანიამ სიახლეებით დაიწყო. თავდაპირველად სიახლეების ზოლში ე.წ. ნიუსფიდში რეკლამების რაოდენობა შეამცირა და ფეისბუქგვერდების მაგივრად პრიორიტეტი მეგობრების ანგარიშებს, მათ გაზიარებულ ფოტოებსა და სიახლეებს მიანიჭა, შემდეგ კი კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა. ოროვე შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში აქციების ფასი დაეცა. მომხარებელთა მიერ ჯამურად ქსელში გატარებული დრო კი დღე-ღამის მანძილზე 50 მილიონი საათით შემცირდა. რა გავლენას მოახდენს კიდევ 1 სიახლე Facebook-ზე მის სრულად ამოქმედების შემდეგ გახდება ცნობილი.


მსგავს თემაზე:

FACEBOOK-ზე ბიტკოინის რეკლამა იკრძალება


FACEBOOK იცვლება


LinkedIn-ის პოპულარობა იზრდება


Instagram ხმოვან და ვიდეოზარებს ტესტავს



სხვა სიახლეები