• Ƀ/$

სამხრეთ კორეაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

8 მარტი 12:43, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეა ახალი სმარტ ქალაქის სონდგოს მშენებლობას განაგრძობს, სადაც ორიენტირად ტექნოლოგიები და გამწვანება იქნება აღებული.

ქალაქის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულდეს. ღირებულება $35 მლრდ-ს აჭარბებს. ქალაქი ყვითელი ზღვის სანაპიროზე შენდება და მისი ფართობი 9.3 კვადრატულ კილომეტრს აღწევს.

სონდგოში საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ ტრანსპორტს პრიორიტეტი მიენიჭება. შიდაწვისძრავიანი ავტომობილებს კი რეგულაციებთან ერთად საჭიროების არქონაც შეზღუდავს. ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ სკოლებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან, ოფისებიდან, საავადმყოფოებიდან, პარკებიდან... საცხოვრებელი ბინები 12 წუთის სავალზეა დაშორებული. საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 150 კილომეტრი იქნება, ველობილიკი კი 22 კილომეტრი.


ცენტრალური პარკის ფართობი 40 ჰექტარი იქნება, რაც ქალაქის მასშტაბებიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი ზომისად გამოიყურება. გამწვანებას მთელი ქალაქის ფართობის 40% დაეთმობა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში.


სონდგო 300 000 მაცხოვრებელზეა გათვლილი. 20 000 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა ან დასრულების პროცესშია.

ენერგოეფექტური შენობები, მზის პანელები, ეკოლოგიური ტრანსპორტი... ენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

კორეა ერთადერთი არაა, რომელიც მომავლის ჭკვიან ქალაქს აშენებს. მსგავსი პროექტები ხორციელდება იაპონიაში სა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.



მსგავს თემაზე:

2050 წელს ქალაქებში დღევანდელზე 3 მილიარდით მეტი ადამიანი იცხოვრებს


პლანეტის მოსახლეობის 3% 10 ქალაქში ცხოვრობს



სხვა სიახლეები