• Ƀ/$

Tesla Model Semi-ს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა

9 მარტი 14:17, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ტესლას სატვირთოებმა პირველი რეისი შეასრულეს. მისი მეშვეობით ნევადადან მეზობელ კალიფორნიაში აკუმულატორები გადაზიდეს.

ილონ მასკმა 40 ტონიანი Tesla Model Semi 2017 წლის ნოემბერში წარადგინა. მან 1 დამუხტვაზე 800 კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს. ფასი 150-180 ათასი დოლარი. მასკის მტკიცებით ბატარეების რესურსი 1.6 მილიონი კილომეტრია. სატვირთოთი უკვე დაინტერესდა საცალო გაყიდვების გიგანტი Walmart, რომელმაც წინასწარ შეუკვეთა 15 მოდელი. სერიული წარმოების დაწყება 2019-2020 წლებისთვისაა დაგეგმილი.


ტესლას გეგმებში უპილოტო ავტომობილების, მათ შორის სატვირთოების გამოშვებაცაა.


მსგავს თემაზე:

Tesla რევოლუციას ამზადებს


Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა


Tesla Model 3 გაყიდვებით პირველ ადგილზეა


Falcon 9-მ ესპანური სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გაიტანა



სხვა სიახლეები