• Ƀ/$

Toyota უპილოტო ავტომობილების წარმოებას 20-იანი წლებიდან დაიწყებს

10 მარტი 15:16, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ავტომობილი მძღოლის გარეშე, მალე ისეთივე რეალობა გახდება, როგორც შიდაწვის ძრავის გარეშე. ავტოწარმოების გიგანტები მოცემულობას აცნობიერებენ და ამ მიმართულებით ინვესტიციებს არ იშურებენ. 

უპილოტოები ყველასათვის Google-ის მცირე ზომის ავტომობილთან ასოცირდება, რომელიც კალიფორნიის ქუჩებში გადაადგილდება, თუმცა Google ერთადერთი არაა. ელექტრომობილების ყველაზე ცნობილ მწარმოებელ Tesla-ს სამომავლოდ უპილოტოების პერსპექტივაში ეჭვი არ ეპარება, მასკი უპილოტო სატვირთოების გამოშვებასაც აპირებს. იდეით მოხიბლულია ტაქსის კომპანია Uber-იც. თამაშგარეთ დარჩენა არც Toyota-ს სურს.



Toyota-მ კონცეპტი ლას-ვეგასში ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა. კონცეპტის რამდენიმე ვერსია ზომითა და დანიშნულებით ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთი მსუბუქი ავტომობილის ზომისაა,  მეორე მცირე ზომის მუნიციპალური ავტობუსის, მესამე კი საქალაქთაშორისო რეისისთვისაა გაკუთვნილი. იაპონელებს იმედი აქვთ, რომ სატესტო ვერსია ადრეულ 20-იან წლებში გამოვა, რასაც მასობრივი წარმოება მალევე მოჰყვება. ფასის სიჩქარის ან სხვა რაიმე ტექნიკური მონაცემის შესახებ ინფორმაცია არ საჯაროვდება.



დღეს ტაქსის კომპანიების, სახმელეთო გადამზიდავების, საკურიერო მომსახურების კომპანიების მიმდინარე ხარჯებში მძღოლების ანაზღაურებას ყველაზე დიდი წილი უკავია. ტექნოლოგიური განვითარება ერთის მხრივ მილიონობით ადამიანს უმუშევარს ტოვებს, მაგრამ მეორეს მხრივ კონკრეტულ პროდუქტს, მომსახურებას აიაფებს და მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.


ექსპერტები ზოგადად 20-იან წლებს და ზოგიერთი მათგანი კონკრეტულად 2020 წელს გარდამტეხ პერიოდად მიიჩნევს, პერიოდად როდესაც IV ინდუსტრიული რევოლუცია ძალებს მოიკრებს, პერიოდად როდესაც დღეს არსებული მოწინავე ტექნოლოგიები მისი დახვეწისა და ფასის შემცირების შედეგად მასობრივ მოხმარების საგნად იქცევა. ასეთებია 5G ინტერნეტი, ელექტრომობილი, 3D პრინტერი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ჰოლოგრამული გამოსახულება, ხელოვნური ინტელექტი, ქარის და უფრო მეტად მზის ენერგიის გამოყენება... ჩამონათვალს მალევე უნდა მიჰყვეს უპილოტო ელქტრომობილები, მფრინავი მანქანები, ელექტრო და ზებგერითი თვითმფრინავები, იაფი კოსმოსური ტურები...  ყოველივე ამას კი მსოფლიო ეკონომიკაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება.


 


მსგავს თემაზე


ჟენევის ავტოშოუზე მფრინავი მანქანა წარადგინეს


VOLKSWAGEN-მა უპილოტო ელექტრომობილი წარადგინა


მსგავს თემაზე:

2019 წელს Lightyear მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს, მთავარი კითხვაა - როდის?


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს



სხვა სიახლეები