• Ƀ/$

$1 ტრლნ-იან კაპიტალიზაციას შესაძლოა პირველმა amazon-მა მიაღწიოს

12 მარტი 10:00, 2018 წელი | კომპანიები

ინტერესი იმის შესახებ, თუ რომელი კომპანიის კაპიტალიზაცია გადალახავს პირველი 1 ტრილიონ დოლარიან, ფსიქოლოგიურ ნიშნულს არ წყდება. პირიქით, დროთა განმავლობაში უფრო აქტუალური ხდება.

Apple ტრილიონიან ზღვართან ყველაზე ახლოსაა, თუმცა  reuters-ის ინფომრაციით მას მალე Amazon გადაასწრებს. გარკვეული შანსები აქვთ Alphabet_ს  (Google) და Microsoft-საც. ამ 4 კომპანიიდან Amazon-ი კაპიტალიზაციით მესამე ადგილზეა, მაგრამ ის ამავე დროს ყველაზე სწრაფად მზარდიცაა.



1 წლის განმავლობაში Amazon-ის კაპიტალიზაცია 83%-ით გაიზარდა, მისი დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გახდა პირველი ადამიანი პლანეტაზე რმლის ქონებამაც $100 მლრდ-ს გადააჭარბა, ამჟამად $112 მლრდ-ს ფლობს. იმავე პერიოდში Apple-მა, რომელმაც საიუბილეო Iphone X გამოუშვა მხოლოდ 24%-იანი ზრდა აჩვენა.



Reuters-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, Amazon 2018 წლის აგვისტოში Apple-ის გადაასწრებს და ტრილიონიან ზღვარსაც გადალახავს. Apple-ისგან იმავეს სექტემბერში ელიან. სხვა კომპანიებისგან კი შემდეგ წლებში.


კამათი გრძელდება იმის შესახებ რეალურად Apple არის თუ არა ყველაზე ძვირი კომპანია. საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "Saudi Aramco"-ს ღირებულება შესაძლოა 2 ტრილიონ დოლარსაც აჭარბებდეს. დაგეგმილია მისი ღია სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა. რაც შეეხება ყველაზე მდიდარ ადამიანს როკფელერს ამჟამინდელი კურსით $392 მლრდ ექნებოდა.


 


მსგავს თემაზე:

სმარტფონის აკუმულატორების იძულებითი გაიაფება Apple-ს $10 მლრდ დაუჯდება


Google-ის სასწავლო პროგრამები უფასო ხდება


Apple, Amazon და Alphabet: რბოლა ტრილიონი დოლარისთვის


პერსონალური დამხმარე AMAZON ALEXA წარმატებულ პროექტად დასახელდა



სხვა სიახლეები