• Ƀ/$

მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების კონცეფცია წარადგინა

12 მარტი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ილონ მასკის იდეები უკვე თითქმის აღარავის აოცებს. ელექტრომობილებთან ერთად, 46 წლის ბიზნესმენი კოსმოსისა და მიწისქვეშეთის ათვისებასაც ცდილობს. ზებგერითი მეტროს შემდეგ მასკმა მიწისქვეშა ელექტრობუსების იდეა გააჟღერა.

მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის მატებასთან ერთად, მათი შემოსავლებიც იზრდება. იზრდება ავტომობილთა რაოდენობაც. საცობები კი ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. დღეში 30 წუთი საცობში დგომა 48 წლის მანძილზე 1-წლიან დანაკარგს იძლევა, რომელიც შეიძლება ადამიანს სწავლაში, სამსახურში, გართობაში ან რაიმე სხვა სასარგებლო საქმეში დაეხარჯა. ის, რომ 1  მგზავრი ავტობუსში გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე მსუბუქ ავტომობილში, ცნობილია, ისიც ცნობილია, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტი მიწის ზემოთ 0 კვადრატულ მეტრს აკავებს, თუ სადგურებს არ ჩავთვლით. შესაბამისად, საცობების განტვირთვის საუკეთესო საშუალება მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარებაა, რაზეც მასკს არაერთხელ აქვს ნაფიქრი.


როგორც ილონ მასკმა ტვიტერზე აღნიშნა, მიწის ზემოთ პრიორიტეტი ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს უნდა მიენიჭოთ, ავტომობილებისთვის კი მიწისქვეშაც მოიძებნება ადგილი.


დეტალები, სხვა ახალი კონცეფციების მსგავსად, მწირია. უცნობია, როდის დაიწყება პროექტი და რა დრო დასჭირდება მის დასრულებას.


მასკის განცხადებით, საპარკინგე ადგილებში ათასობით მინისადგური შეიქმნება, რომელიც ვერტიკალურად ქვემოთ დაეშვება და ავტომობილს მისთვის განკუთვნილ მიწისქვეშა გვირაბში ჩაიყვანს, სადაც მას, მინიმუმ, 200 კმ/სთ-ს განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. როგორც ჩანს, სამომავლოდ უპილოტოებსა და მფრინავ ავტომობილებს მიწისქვეშა ავტომობილიც დაემატება.


მსგავს თემაზე:

ელექტრომობილების შემდეგ, ჰორიზონტზე ელექტრო თვითმფრინავიც გამოჩნდა


პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში


ჟენევის ავტოშოუზე მფრინავი მანქანა წარადგინეს


Toyota უპილოტო ავტომობილების წარმოებას 20-იანი წლებიდან დაიწყებს



სხვა სიახლეები