• Ƀ/$

თურქეთი თავის საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიას ქმნის

12 მარტი 18:55 | ფინანსები

თურქეთის საბანკო ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელმა მეჰმეთ ალი აკბენმა თურქეთში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შექმნის შესახებ განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


აკბენის თქმით, სააგენტოს შექმნის ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ რთულია, თუმცა ის მიმდინარე წლის განმავლობაში აუცილებლად ამოქმედდება.


მთავარი საბანკო ზედამხედველი თურქეთში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შექმნას შექმნილი აუცილებლობით ხსნის.


აკბენის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია შესაძლოა, თურქულმა ბანკებმა, ან თურქეთის ბანკების ასოციაციამ შექმნას.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი