• Ƀ/$

გერგეტის სამების ეკლესიამდე ახალი გზა შენდება

13 მარტი 10:52 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სტეფანწმინდაში გერგეტის სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ნოემბერში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო. 


პროექტი ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 


გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და ტურისტების მხრიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. 


სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით ახორციელებს და მისი ღირებულება 7.79 მილიონი ლარია.


მსგავს თემაზე:

2020 წლისთვის მგზავრობის დრო თბილისიდან რაჭამდე 1.5-2 საათით შემცირდება


ჟინვალში საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი