• Ƀ/$

ტაქსიდან პირდაპირ გერმანიაში - ნატახტრის სამმაგი სარაგბო სიურპრიზი

13 მარტი 11:01 | კომპანიები

როგორ მოიქცევით, თუ ტაქსით მგზავრობისას მძღოლი გთავაზობთ, რომ თქვენთვის საყვარელი ნაკრების თამაშს სტადიონზე უყუროთ?

ერთი შეხედვით, ამ შემოთავაზებაში უჩვეულო არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სტადიონი 4 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და თამაშამდე, სულ რაღაც, 12 საათია დარჩენილი. თუმცა, ეს უჩვეულო შეთავაზება ნატახტრის ახალ ვიდეოში ერთადერთი სიურპრიზი არ არის.


სიურპრიზების სიმრავლით გამორჩეული ვიდეოს ამოსავალი წერტილი, „ნატახტარის“ მიერ რაგბის ნამდვილი ქომაგების აღმოჩენა და მათი დაჯილდოვება გახლავთ. „გულშემატკივარი სპორტის ნებისმიერი სახეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, სპორტსმენებთან ერთად, ზოგჯერ მათაც სჭირდებათ გარკვეული მხარდაჭერა იმისათვის, რომ საყვარელ გუნდს ბოლომდე უქომაგონ. ნატახტარმა გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს გულშემატკივრებს ქომაგობაში, რისი ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ ეს ამბავია“, - „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი ანა ქარჩავა.


Credits


Client - Natakhtari Brewery


Agency - Leavingstone


Creative Director - Levan Lepsveridze


Account Director - Natia Gogia


Copywriter - Beka Adamashvili


Art Director - Sophia Antidze


Account Manager/Executive Producer - Mariam Menteshashvili


Graphic Designer: Irakli Takaishvili


Production - Copter


Art Department - Slow Pulse


Music/Sound Design - Post Red Audio


Editor - Gigi Jikia


Graphics - Pasha Maisuradze


Color Correction - Niko Tarielashvili


VO Artist - Nika Gordeziani


Special Thanks - Taxify, Meli Bagdavadze


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი