• Ƀ/$

EBRD-სა და OECD-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარზე დიმიტრი ქუმსიშვილმა რეფორმებზე ისაუბრა

13 მარტი 12:23 | მედია ბიზნესისთვის - M2B

EBRD-სა და OECD-ის ორგანიზებით თბილისში სემინარი სახელწოდებით „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვაზე“ მიმდინარეობს. 

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი“ განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ეხება, შეყვანილია 2017-2018 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმაში და აღნიშნა რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. 


დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების  მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


სემინარი „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. მასში 7 ქვეყანა: საქართელო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, თურქეთი და უკრაინა ღებულობს.


სხვა სიახლეები