• Ƀ/$

"სითი პარკის" მონოპოლია დასრულდა

13 მარტი 11:24 | კომპანიები

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე "სითი პარკთან" კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განაცხადა. თბილისის მერია მონოპოლისტ კომპანიასთან ხელშეკრულებას 2018 წლის 10 აპრილიდან წყვეტს.

კახა კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა. 


"არ შევურიგდები არცერთ კომპანიის მხრიდან უპასუხიმსმგებლობას და უფლებამოსილებების შეუსრულებლობას. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანია „სითი–პარკთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყდევეტის, რომელიც ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა, – განაცხადა კახა კალაძემ.


კონტრაქტის გაუქმების შემდეგ,  სითი პარკის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.


"სითი–პარკთან" თბილისის მერიამ კონტრაქტი 2007 წელს გააფორმა. კომპანია დედაქალაქში 2009 წლიდან ოპერირებდა. მის განკარგულებაში 32 ათასამდე საპარკინგე ადგილი იყო.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი