• Ƀ/$

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი „აბრეშუმის გზას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს

13 მარტი 12:02 | ეკონომიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის „აბრეშუმის გზის“ მხარდამჭერ ჯგუფში აზერბაიჯანის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საერთშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა ბაქოში.

მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დიდი ჯგუფია წარმოდგენილი, რომელიც ყოველთვის კარგი ინიციატივებით გამოდის „აბრეშუმის გზის“ განვითარების საკითხებზე.


„ჩვენ ამ ძალისხმევის პირველ შედეგებს უკვე ვხედავთ, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის ჯგუფის ბევრმა წევრმა დაუჭირა მხარი. დღეს ამ ჯგუფში 22 ქვეყანა შედის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტების დაჩქარება, ვინაიდან ესენია ამბიციური თამამი ინიციატივები. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი „აბრეშუმის გზის“ უკიდურესად მნიშვნელოვან და კონკრეტულ ნაწილს ავითარებენ – ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა“, – თქვა წერეთელმა.


მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას შეუწყობს ხელს.


„ადმენად, ამ პროექტების პოლიტიკური მხარდაჭერა რეგიონის ქვეყნების განვითარებასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ პროექტების განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.


სხვა სიახლეები