• Ƀ/$

EBRD-ის რეგიონული პრეზიდენტი კორუფციისადმი ყველაზე მოწყვლადად მცირე და საშუალო ბიზნესს ასახელებს

13 მარტი 12:52 | ეკონომიკა

EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსიში ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ კორუფციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველია მცირე და საშუალო საწარმოები და ამ მიმართულებით შესაბამისად მომზადება მნიშვნელოვანია.

"კორუფციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველია მცირე და საშუალო საწარმოები, ამიტომ ამ მიმართულებით მათი განათლება და შესაბამისად მომზადება მნიშვნელოვანია” - ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში დღეს თბილისში ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, ინვესტიციებით გამოწვეულ კეთილდღეობას გარკვეული დრო სჭირდება, რომ მოსახლეობამ აღიქვას.


“პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე სწრაფად არ აისახება. გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი ხელშესახები იქნება” - აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.


პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი განხორციელდა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი