• Ƀ/$

„ჯეოსელის“ წილის 100%-ის "სილქნეტის" მიერ შეძენაზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

13 მარტი 13:19 | კომპანიები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შეძენის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

აღნიშნულ საკითზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე მიიღებენ.


კომუნიკაციების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგები, სადაც შეფასებულია როგორც ბაზარზე არსებული ვითარება, ასევე კონკურენციის პირობები.


რა ვალდებულებებს დააკისრებს კომუნიკაციების კომისია კომპანიებს აღნიშნული ტრანზაცქიის განხორციელების სანაცვლოდ, ამის შესახებ კომისიის სხდომაზე დღეს გახდება ცნობილი.


სხვა სიახლეები