• Ƀ/$

ევროპის ბიზნესასოციაცია ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებისკენ მოუწოდებს

13 მარტი 13:53 | ეკონომიკა

ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა დევიდ ლიმ თბილისიდან ევროპელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალის დაბანდებისკენ მოუწოდა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი საუკეთესოდ დაახასიათა.

 


ამის შესახებ დევიდ ლიმ ესვროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ თბილისში ორგანიზებულ სემინარზე განაცხადა.


„თუ ქვეყანას უნდა ეკონომიკის განვითარება, ეს შესაძლებელია მხოლოდ ინვესტიციების გაზრდით. საქართველოში დღეს გაზრდილია ინვესტიციები, მაგრამ საჭიროა მეტი. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ევროპიდან, მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დახმარებით. ევროპის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა განვაცხადო, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოს ისტორიაში ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. ვინც მომისმენს, მინდა ვურჩიო – ჩადეთ ინვესტიცია საქართველოში, ეს საუკეთესო დროა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლიმ.


მანამდე საქსტატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს, წინასაწრი მონაცემებით, $1.86 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16.2%-ით აღემატება.


EBRD-ს მიერ ორგანიზებულ სემინარზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხები განიხილება.


შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსიაში ბრუნო ბალვანერამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნეს.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი