• Ƀ/$

წყალტუბოს ყოფილ სანატორიუმში 130-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა

13 მარტი 14:28 | ეკონომიკა

წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ 500 ათას ლარად გაიყიდა. სინვესტიციო ვალდებულება კი 10 მილიონ ლარს შეადგენს.

პრივატიზაცია პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდა. სანატორიოუმის ახალი მფლობელი შპს „ივერია პალასია.“ ხელშეკრულება 10 მილიონ ლარიან ინვესტიციას, 130 სასტუმროს ნომრის, 40 ადგილიანი ავტოსადგომის მოწყობასდა 60 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.


დღეის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 48.3 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ამასთან სასტუმროს ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა სულ მცირე 81.2 მილიონ ლარს შეადგენს.


 


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი