• Ƀ/$

საქართველოზე შესაძლოა, უზბეკურმა გაზმაც გაიაროს

13 მარტი 15:08 | ეკონომიკა

უზბეკეთი საკუთარი ნედლეულის „გაზის სამხრეთის დერეფნის“ გავლით ექსპორტით დაინტერესდა, რითაც ბუნებრივი გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას შეეცდება.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია უზბეკ პოლიტოლოგზე ფარხად ტოლიპოვზე დაყრდნობით წერს.


ექსპერტის თქმით, დღეს უზბეკეთის მიერ ექსპორტირებული გაზის უდიდეს ნაწილს 4 მილსადენის მეშვეობით ჩინეთში მიმართავს. 2016 წლამდე რუსეთი უზბეკეთისგან წელიწადში 6,5 მლრდ კუბურ მეტრ საწვავს ყიდულობდა. 2017 წელს ეს მოცულობა 5 მლრდ–მდე შემცირდა, ხოლო მიმდინარე წელს „ცისფერი საწვავის“ რუსეთში ექსპორტი 4 მლრდ კუბურ მეტრამდე მცირდება.


„ასეთი ვითარება არ აწყობს ტაშკენტს. ქვეყნის მთავრობა დიდი ხანია, საკუთარი ენერგორესურსების ექსპორტის დივერსიფიცირებაზე ფიქრობს. უზბეკეთი ჯერ კიდევ 90–იან წლებში ფიქრობდა საწვავის ევროპაში ექსპორტს სამხრეთ კავკასიის გავლით. ტაშკენტი ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენში ჩართვის საკითხსაც კი განიხილავდა“, – აღნიშნა ტოლიპოვმა.


ექსპერტის თქმით, „გაზის სამხრეთის დერეფნის“ მშენებლობის პროცესში გაირკვევთა, რა საშუალებებით მოხდება კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოპოვებული გაზის მიერთება ამ მარშრუტზე და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანით მოხდება, თუ ბუნებრივი გაზის გათხევადებით.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი