• Ƀ/$

აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2 თვეში 0.5 მილიონს გადააჭარბა

13 მარტი 15:46 | ეკონომიკა

საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 34.38%-ით 500 709-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მგზავრთნაკადი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა. თბილისის აეროპორტში 37.54%-ით 433 202-მდე, ქუთაისის აეროპორტში 6.69%-ით 48 890-მდე, ბათუმის აეროპორტში კი 67.06%-ით 18 129-მდე.



იმავე პერიოდში 470 რეისით მეტი განხორციელდა რაც 21.54%-იანი ზრდაა. ტრანზიტული ფრენები კი 8.63%-ით 21 430-მდე გაიზარდა.


სხვა სიახლეები