• Ƀ/$

ტრამპმა ტილერსონი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შეფით შეცვალა

13 მარტი 17:38 | მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეკს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს შეფიმაიკ პომპეო დაიკავებს.

პომპეოს პოზიციას დაზვერვაში, პირველად აშშ–ის ისტორიაში, ქალი და იკავებს და ეს იქნება ჯინა ჰასპელი.


„ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი მაიკ პომპეო ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი იქნება. ის დიდებულად გაუძღვება ამ საქმეს! მადლობა რეკს ტილერსონს სამსახურისთვის! ჯინა ჰასპელი პირველი ქალი იქნება დაზვერვის სამმართველოს დირექტორის თანამდებობაზე. ყველას გილოცავთ!“, – დაწერპა დონალდ ტრამპმა ტვიტერზე.


ჯინა ჰასპელი დაზვერვის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო სამსახურს ხელმძღვანელობდა.


გადაყენებამდე რამდენიმე საათით ადრე რეკს ტილერსონმა დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა სელსბერში რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტისა და მისი შვილის მოწამვლის საკითხში.


ტილერსონის თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირველი ჭორები შემოდგომაზე გავრცელდა, რომელთა საფუძვლად ტრამპსა და ტილერსონს შორის უთანხმოება სახელდებოდა.


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი