• Ƀ/$

ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი 2018 წელსაც შენარჩუნდება

13 მარტი 18:15 | ეკონომიკა

OECD-ის კვლევის თანახმად, ბრიტანეთის ეკონომიკა 2018 წელს G20-ის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ტემპით გაიზრდება.

ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 1.2-1.3 პროცენტს არ აღემატება, რაღაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნისთვისაც კი ძალიან დაბალია და მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის პროგნოზს 3-ჯერ ჩამორჩება. დაბალი ეკონომიკური ზრდის გარდა, ბრიტანეთში მაღალ ინფლაციასაც მოელიან.


ალვანო პელინა, OECD-ის მთავარი ეკონომისტი ლონდონს ეკონომიკის სტიმულირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.


ბრექსიტის დასრულებამდე, დრო კიდევ 1 წელია. ამ დროის განამვალობაში კი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ჯერ არაა ცნობილი რა სახის ეკონომიკური ურთიერთობა ექნება ბრიტანეთს ევროკავშირთან მისი საბოლოოდ დატოვების შემდეგ.


G20 მთლიანი ეკონომიკით 20 უდიდეს სახელმწიფოსა და ევროკავშირს აერთიანებს. OECD-ის წევრი ქვეყნების რაოდენობა კი 35-ს შეადგენს. საშუალო შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 40 ათას დოლარს აჭარბებს


მსგავს თემაზე:

ოსაკა 2019 წლის G20-ის სამიტს უმასპინძლებს


ბრიტანეთიდან შესაძლოა, რუსი დიპლომატები გააძევონ



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი