• Ƀ/$

ენერგიის შემნახველ აკუმულატორებზე ფასების კლებამ მასზე მოთხოვნა ლათინოამერიკაშიც გაზარდა

14 მარტი 18:48, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მზის ენერგიის ფართოდ დანერგვას მის სიძვირესთან ერთად შენახვის სირთულეც წარმოადგენს, თუმცა დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიების დახვეწასთან ერთად ეს პრობლემაც ნელ-ნელა გვარდება.

მზის მეშვეობით ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარების პიკი ერთმანეთს აცდენილია. მზე ღამით არ ანათებს, როცა ენერგიაზე მოთხოვნა ყველაზე დიდია. ენერგიის შემნახველი ბატარეები კი საკმაოდ ძვირია. პრობლემას მისი შემდგომი უტილიზაციაც წარმოადგენს.


მზის ენერგიის წარმოებით აშშ, ჩინეთი, ევროპის ქვეყნები და ავსტრალია ლიდერობენ, პერსპექტიულად განიხილება ინდოეთიც. ლათინოამაერიკის ქვეყნები კი ბოლო დრომდე ყურადღების მიღმა რჩებოდა. 2017 წელს მექსიკამ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ამ კუთხით ინტერესი გამოხატა. აღნიშნულის მიზეზი ძირითადად პანელებზე და შემნახველ აკუმულატორებზე ფასების კლებაა, რამაც კილოვატი ელექტროენერგიის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა.


ელექტრომობილების პოპულარობის და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ მოთხოვნა აკუმულატორზე კიდევ უფრო უნდა გაზარდოს. ანალიტიკოსების ვარაუდით 2025 წლისთვის მზის პანელებისა და ენერგიის შემნახველი აკუმულატორების ფასები სრულად კონკურენტუნარიანი გახდება და შესაძლოა მისი ხარჯი წიაღისეულით წარმოებული ენერგიის ხარჯზე ნაკლებიც აღმოჩნდეს.


მსგავს თემაზე:

ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება გაიზარდა


ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ


ელექტრომობილზე Jaguar-იც გადადის



სხვა სიახლეები