გამოცემა Futurism-ის ცნობით, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი არაფრით განსხვავდებბოდა ჩვეულებრივი არჩევნებისგან. ისინი მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, წარადგინეს დოკუმენტები და ქაღალდის ბიულეტენში 16 კანდიდატიდან სასურველი სახელისა და გვარის გასწვრივ მონიშნეს შესაბამისი ველი.
ამის შემდეგ მონაცემები ხელით ჩაწერეს ბლოკჩეინის კონტროლირებადი ტექნოლოგიის დახმარებით. ღია წვდომის ბლოკჩეინ ტექნოლოგიისგან განსხვავებით, კონტროლირებადი ბლოკჩეინის შემთხვევაში მასზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ პირებს აქვთ. სიერა–ლეონეში ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში უფლებამოსილ პირებად Agora–ს, წითელი ჯვრის, ლოზანას ფედერალური პოლიტექნიკური სკოლისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიჩნეოდნენ.
მიუხედავად ამისა, კონტროლირებადი ბლოკჩეინის შემთხვევაში, ისე როგორც თავისუფალი წვდომის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს წვდომა ჩაწერილი ოპერაციების სანახავად.
Agora–ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიამ არჩევნების შედეგები ოფიციალურ ხელისუფლებაზე 2 საათით ადრე წარადგინა. კომპანია Agora არა მხოლოდ არჩევნების შედეგების დასათვლელად გეგმავს თავისი ტექნოლოგიის გამოყენებას. კომპანია ქაღალდის ბიულეტენების გაუქმებისა და მათი პერსონალური ციფრული მოწყობილობებბით ხმის მიცემის ინიციატივით გამოდის. ეს შეამცირებს ხარჯებს, გაუადვილებს ამომრჩეველს წვდომას და გამორიცხავს არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლებლობას.