• Ƀ/$

ნორვეგია მომავლის ქალაქს აშენებს

15 მარტი 18:12, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ნორვეგია მსოფლიოში ეკოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი დამცველია და ამ პოლიტიკას წლიდან წლამდე ამყარებს. ამჯერად მორიგ სამიზნედ ოსლოს აერპორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია იქცა. 

აეროპორტის ახალი ტერმინალი გახდა მსოფლიოში პირველი, რომელმაც 2017 წელს „მწვანე ტერმინალის“ სერთიფიკატი მიიღო. ენერგოეფექტურმა ტექნოლოგიებმა, ხემასალამ და ბუნებრივმა ქვამ ენერგიის მოხმარების 50%-ზე მეტის დაზოგვის შესაძლებლობა შექმნა.  ტერმინალის გარშემო ახალი ეკოქალაქის აგება იგეგმება.


ახალი მინი ქალაქი 400 ჰექტარზე გაშენდება, რაც 4 კვადრატულ კილომეტრს უდრის. ცხადია ქალაქში პარკებს, სკვერებს, ასევე განახლებად ენერგიას და ეკოლოგიურ საზოგადოებრივ ტრანსპორტს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.


„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ნულიდან აშენდეს მომავლის ეკოლოგიური ქალაქი, სადაც ავტომობილების ადგილი არ იქნება“ აცხადებენ პროექტის მესვეურები.


ნორვეგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახლმწიფოა. შემოსავლებით, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობით, განათლების დონით, ადამიანის უფლებების დაცვლით ნორვეგია ყოველთვის რეიტინგის ათეულსი ხვდება. ადამიანური განვითარების ინდექსით (HDI) კი 0.949 ქულით, უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს.



მსგავს თემაზე:

მაკაუ - მეორე ჰონგ-კონგი


სამხრეთ კორეაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება



სხვა სიახლეები