• Ƀ/$

პირველი სმარტფონი 24 წლისაა

17 მარტი 17:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების რაოდენობა 2.5 მილიარდს აჭარბებს. მისი რეალური ისტორია ფაქტიურად 10 წელს ითვლის, თუმცა ადრეული წინამორბედი შორეულ 1994 წელს გამოჩნდა.

IBM-ის მოწყობილობას სენსორული ეკრანი და ინტერნეტმხარდაჭერა გააჩნდა. პირველ სმარტფონს SIMON ერქვა, აკუმულატორი მხოლოდ 1 საათის მუშაობისთვის იყო საკმარისი.


90-იანი წლების ბოლოს IBM და MOTOROLA NOKIA-მ ჩაანაცვლა, მოგვიანებით კი თავად NOKIA გახდა აუტსაიდერი. SAMSUNG-ს და APPLE-ის LG, SONY და HUAWEI მოსდევს. 2020 წლისტის სმარტფონების რაოდენობა 2.87 მილიარდს მიაღქწევს.



დღევანდელმა სმარტფონებმა კომპიუტერის ფუნქციები შეითავსა. ბევრ ადამიანს აპლიკაციების გარეშე მუშაობა და ცხოვრება უკვე ვეღარ წარმოუდგენია. თუმცა თანამედროვე სმარტფონებში ყოველი მოდევნო მოდელი წინას გაუმჯობესებული ვარიანტია. 24 წლის წინანდელი გამოგონება კი თვისობრივ სიახლეს წარმოადგენდა.


სხვა სიახლეები