• Ƀ/$

ბილ გეითსი სტუდენტებს რჩევებს აძლევს

19 მარტი 14:56, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტი არასდროს ყოფილა, მაგრამ პლანეტის სიმდიდრით მეორე ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, სტუდენტებისთვის რჩევებს არასდროს იშურებს.

2017 წლის ბოლოს, Microsoft-ის დამფუძნებელმა twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგია, ბიოტექნოლოგიები მომავლის ტექნოლოგიებია და შესაბამისად პროფესიულად ამ კუთხით განვითარება ახალგაზრდებისთვის მომგებიანი იქნებოდა.



თუ ირწმუნებთ, რომ სამყარო უკეთესობისკენ იცვლება თქვენ მეტ წარმატებას მიაღწევთ. ბოლო პერიოდში სიღარიბე შემცირდა, ტექნოლოგიებმა განათლების მიღება უფრო გაამარტივეს, თუმცა აღნიშნული არ ნისნავს იმ მასშტაბური პრობლემების უგულებელყოფას რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, წერს ბილ გეითსი ტვიტერზე.



ბილ გეითსის აზრით ოპტიმიზმი და იმედი რთულ სიტუაციებშიც კი დასახულ მიზნებთან მეტად მიგაახლოებთ, თუმცა მხოლოდ ოპტიმიზმი რეალურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.



ბილ გეითსი სტუდენტებს ცნობისმოყვარეობისკენ, ძიებისკენ და მუდმივი განვითარებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ თავად წელიწადში მინიმუმ 50 წიგნს კითხულობს.



სტუდენტების გარდა ბილ გეითსი ხშირად მოსწავლეებსაც აძლევს რჩევებს, სადაც მათ განათლების მიღებისკენ, ძიებისკენ და ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვის მზაობისკენ მოუწოდებს.


Microsoft-ის დამფუძნებლის ქონება ამჟამად $90 მლრდ-ს შეადგენს და ის სიმდიდრით მეორეა, თუმცა პირველი იქნებოდა რომ არა ქველმოქმედებაზე დახარჯული $30 მლრდ-ზე მეტი.


მსგავს თემაზე:

ბილ გეითსის 15 ახდენილი წინასწარმეტყველება


ბილ გეითსის ფონდი - „Breakthrough Energy Coalition“ საწვავის მიღებას ატმოსფეროდან აპირებს



სხვა სიახლეები