• Ƀ/$

ჩინეთი უპილოტო ავტომობილების პირველ ექსპერიმენტულ ბაზას ააშენებს

19 მარტი 16:31, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე გუანდუნის პროვინციაში უპილოტო ავტომობილების პირველი ექსპერიმენტული ბაზა აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

შესაბამის სამუშაოებს გუანდუნის პროვინციის ეკონომიკისა და ინფორმატიზაციის კომიტეტი Huawei–სთან, Alibaba–სთან, Tencent–თან და სხვა კომპანიებთან ერთობლივად აწარმოებს.


ბოლო წლებში ჩინეთში დინამიურად ვითარდება უპილოტო ავტომობილების ტექნოლოგიები და პროცესში ჩართული არიან როგორც საავტომობილო მრეწველობის გიგანტები, ისე ტექნოლოგიური კომპანიები. მათი მიზანია უპილოტო ავტომობილების სფეროში მოწინავე პოზიციები დაიკავონ მსოფლიო ბაზარზე.


ჩინური კომპანია Baidu-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლი იანხუნმა 16 ნოემბერს პეკინში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე „Baidu–2017“ განაცხადა, რომ 2018 წლის ივლისისთვის Baidu და საავტომობილო კომპანია Jinlong უპილოტო მიკროავტობუსების სერიულ წარმოებას დაიწყებენ.


ჩინეთი სამომავლოდ უპილოტო ავტომობილების საგზაო ტესტირების ნორმების დაწესებას გეგმავს. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენმა თებერვალში განაცხადა, რომ მისი უწყებაუპილოტო მოძრაობის ტექნიკურ გეგმას ამზადებს, ქმნის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, სატესტო ბაზას და სხვა უწყებებთან ერთობლივად შეიმუშავებს სახელმძღვანელო დოკუმენტაციას.


ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტონომიური მოძრაობის ტექნოლოგიებს ჩინეთში ხელისუფლების ყველა შტო უჭერს მხარს.


სხვა სიახლეები