• Ƀ/$

ქარის ტურბინის სიმაღლე თავისუფლების ქანდაკებას 2.5-ჯერ გადააჭარბებს

19 მარტი 19:06, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის ტურბინის სიმაღლე თავისუფლების ქანდაკებაზე და ბიგ-ბენზე 2.5-ჯერ მაღალი იქნება და 16 000 სახლს ეკოლოგიურად სუფთა ენეგიით მოამარაგებს. 

დასრულების შემდეგ ტურბინის სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს, ფრთის დიამეტრი კი 220 მეტრს. მისი სიმძლავრე 12 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 67 მლნ. კვტ/სთ. მარგი ქმედების კოეფიციენტი 63%-ს აღწევს, რაც სხვა ქარის ტურბინებთამ შედარებით თითქმის 1.5-ჯერ მეტია.


პროექტს General Electric ახორციელებს. საბოლოო ჯამში სულ 63 ასეთი ტურბინა დაიდგმება, რაც 750 მეგავტს და 4.22 მლრდ. კვტ/სთ-ს უდრის. ეს კი 1 მილიონი ოჯახის დასაკმაყოფილებლად საკმარისია. ფერმა ჩრდილოეთის ზღვაში 7 საფეხბურთო სტადიონის ფართობზე განლაგდება.


განახლებადი ენერგიის წილი მთელს მსოფლიოში დიდი სისწრაფით იზრდება. 2017 წელს ქარის ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 539 გიგავატს გადააჭარბა, რაც 20 წლის წინადელ მაჩვენებელს 59-კერ აღემატება. ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავია მზის ენერგიის ათვისების კუთხით.


საქართველოში ქართლის ქარის 20.7 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლოს შევიდა და 2017 წელს გეგმიურ მაჩვენებელზე გავიდა. იგეგმება კიდევ ახალი 50 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურის მშენებლობა. მზის ენერგიის პოტენციალი კიდევ უფრო მეტია.


მსგავს თემაზე:

ავსტრალიის მზის ელექტროსადგური 2 დღეში მილიონ დოლარიან მოგებაზე გავიდა


ქართლის ქარის ელექტროსადგურმა იანვარში დაგეგმილზე 11%-ით მეტი ენერგია გამოიმუშავა


საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


ბრიტანეთში მატარებლები მზის ენერგიაზე გადავლენ



სხვა სიახლეები