• Ƀ/$

ჩინეთი განახლებად ენერგიაში $360 მლრდ-ს დააბანდებს

22 მარტი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჩინეთის ახალი ენერგოპროექტოები ნახშირის ერას დასასრულს უქადის. ანჰუის პროვინციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური უკვე დასრულდა, მასზე უფრო დიდი მოტივტივე ფერმის მშენებლობა კი მაისში დასრულდება.

რამდენიმე წლის წინ შეიძლება ვერავის წარმოედგინა, რომ მსოფლიოში გარემოს ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, განახლებად ენერგიაში ყველაზე დიდ ინვესტიციებს განახორციელებდა. მაგრამ ეს უკვე ფაქტია. ამის მიუხედავად ჩინეთი კვლავ #1 დამაბინძურებლად რჩება. მთავარი მიზეზი იაფი ნახშირის წვაა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაშიც კი ბუნებრივ გაზთან შედარებით 2-ჯერ მეტ CO-ს გამოჰყოფს, რის შედეგადაც მხოლოდ 2013 წელს ქვეყანაში 366 000 გარდაიცვალა.


ჩინეთის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და 2020 წლამდე განახლებადი ენერგიის სექტორში $360 მლრდ-ს დახარჯვას გეგმავს. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ პეკინმა აქტიური კამპანია 4 წლის წინ დაიწყო და უკვე აქვს ხელჩასაჭიდი შედეგები. ზოგ ქალაქში გამონაბოლქვის მასშტაბი 30 და ზოგან 50 პროცენტითაც კი შემცირდა. ჩინეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც ელექტრომობილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.


მართალია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ჩინეთმა პირველობა მოიპოვა, მაგრამ პროცენტულ ჭრილში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბევრ ქვეყანას. ნორვეგია ელექტროენერგიის 100%-ს განახლებადი ენერგიისგან გამოიმუშავესბ, 2017 წელს გაყიდული ავტომობილებიდან კი 39% ელექტრომობილი იყო. ეკოლოგიური მდგომარეობა საუკეთესოდ მიიჩნევა ისლანდიაში, დანიასა და ნიდერლანდებშიც.


დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით ჩინეთს გადაწყვეტილების მიღებაში და მის აღსრულებაში ცენტრალიზებული მმართველობა ეხმარება, სადაც ლიდერის სიტყვა კანონია. მიმდინარე წელს პარტიულ ყრილობაზე პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ვადაზე შეზღუდვა მოიხსნა, რაც მოქმედ პრეზიდენტს სი ძინ პინს, ძალაუფლების სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნების შანსს აძლევს.


როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე ჩინეთშიც, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამწვავებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასთან და სამთავრობო რეგულეციაბთან ერთად, მასზე ფასების შემცირებაც განაპირობებს. 20-იან წლებში ალტერნატიულ და განახლებად ენერგიაზე ფასების გათანაბრებაა შესაძლებელი, რაც ავტოინდუსტრიაში და ელექტროენერგიის წარმოებაში მნიშვნელოვან ცლილებებს გამოიწვევს.


მსგავს თემაზე:

თბილისის ავტობუსების პარკის ნაწილი 2018 წელს განახლდება


Microsoft განახლებად ენერგიაში წილს ზრდის


მსოფლიო ეკონომიკა 2018-19 წლებში ყველაზე მეტად ჩინეთში გაიზრდება


ჩინეთი უპილოტო ავტომობილების პირველ ექსპერიმენტულ ბაზას ააშენებს



სხვა სიახლეები