• Ƀ/$

ევროკავშირში Wi-Fi სიგნალზე წვდომა უფასო ხდება

22 მარტი 14:59, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროკავშირში Wi-Fi სიგნალზე წვდომა უფასო ხდება. ინიციატივას ნორვეგია და ისლანდიაც უერთდება.

საწყის ეტაპზე 1000 ლოკაცია შეირჩევა, თითოეული მათგანისთვის 15 000 ევრო გამოიყოფა. უპირატესობა იმ პარკებს, სკვერებს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს მიენიჭება სადაც ამ დრომდე ინტერნეტის სიგანალი ვერ აღწევს ან მომსახურება ფასიანია. ინტერნეტის მაღალი სიჩქარე აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საბოლოოდ პროგრამაზე 120 მილიონი ევრო დაიხარჯება და 2019 წელს დასრულდება.


უფასო ინტერნეტთან დაკავშირებით ილონ მასკს ბრიუსელთან შედარებით ბევრად მასშტაბური გეგმები გააჩნია, რომელიც პლანეტის Wi-Fi სიგნალით დაფარვას კოსმოსიდან თანამგზავრების მეშვეობით აპირებს. გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია.  


მსგავს თემაზე:

მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


5G ინტერნეტის შესაძლებლობები ბარსელონაშიც განიხილეს


საქართველოში გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი კომპანიების შემოსვლა იგეგმება


საქართველო ინტერნეტის სიიაფით ათეულშია



სხვა სიახლეები