• Ƀ/$

გამონაბოლქვით გამოწვეული სიკვდილიანობა ავტოკატასტროფის მაჩვენებელს აღემატება

22 მარტი 16:16, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საქართველო ჰაერის დაბინძურების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობით მესამე ადგილს იკავებს.

მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 2 ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონალური - გამონაბოლქვი საწარმოებიდან და გამონაბოლქვი ავტომობილებიდან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინდუსტრიული საწარმოები ნაკლებადაა განვითარებული და ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება მხოლოდ 2018 წელს ამოქმედდა, ქვეყანაში გარემოს დაბინძურების 71%-ზე მეტს სწორედ ავტომობილები იწვევს. პრაქტიკულად ყოველწლიურად ავტომობილის გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული დაავადებებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ავტოავარიაში. თბილისში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. ამასთან მთლიანი დაბინძურების 37% სწორედ დედაქალაქზე მოდის. საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ ქარხნები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ავტომობილები კი მთელ რიგ მავნე აირებს შუა ქალაქში და ეზოებში აფრქვევენ. საქართველოში ნახშირორჟანგის 84%-ს, აზოტის დიოქსიდის 80%-ს და მეთანის 65%-ს ავტომობილები გამოყოფენ. 



შეზღუდვის არქონის მიზეზით, ბოლო წლებში ქვეყანაში ავტომობილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რამაც გარემოზე უარყოფითი ასახვა პოვა.



იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არც ჩამოწერილი და ჯართად დაჭრილი ავტომობილების აღრიცხვა ხდება, ვარაუდი, იმის შესახებ რომ ოფიციალური მონაცემები გადაჭარბებულია რეალურია, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ავტომობილთა რაოდენობა 1 მილიონს მაინც აღემატება.


2018 წლიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. პერიოდული ტექნიკური შემოწმება 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეეხება, თუმცა თავდაპირველად ეს 3.5 ტონაზე მძიმე სატვირთოებს და 8 ადგილიანზე მეტ სამგზავრო მიკროავატობუსებზე და ავტობუსებზე გავრცელდება. შემდგომ ეტაპზე, 1 ივლისიდან, რეფორმა იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს შეეხებათ. პირველი ოქტომბრიდან იმ ავტომობილებზე რომელთა ძრავის მოცულობა 3000 სმ3-ს აღემატება. 2019 იანვრიდან კი ყველა სხვა დანარჩენ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ასაკი 4 წელს არ აღემატება.


ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი 60%-ით შემცირდა, ელექტრომობილებზე კი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს. მათთვის ასევე უფასოა პარკირებაც. შედეგად 2017 წელს ელექტრომობილების იმპორტი 25.6-ჯერ 871-მდე გაიზარდა.


 


მსგავს თემაზე:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გერმანიის 5 ქალაქში უფასო ხდება


„გუდიარის“ კონცეპტუალური საბურავი ჰაერს ასუფთავებს


ჩინეთი უპილოტო ავტომობილების პირველ ექსპერიმენტულ ბაზას ააშენებს


ჩინეთი განახლებად ენერგიაში $360 მლრდ-ს დააბანდებს



სხვა სიახლეები