• Ƀ/$

#deletefacebook-ის კამპანიის ფარგლებში მასკმა TESLA-სა და SPACEX-ის გვერდები წაშალა

24 მარტი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ილონ მასკმა FACEBOOK-დან TESLA-სა და SPACEX-ის გვერდები წაშალა. მიზეზი 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიშებთან დაკავშირებული სკანდალია.

მასკმა ორივე გვერდი #deletefacebook-ის კამპანიის ფარგლებში წაშალა. ილონ მასკს ტვიტერზე WhatsApp-ის დამფუძნებელმა FACEBOOK-დან SPACEX-ის გვერდის წაშლა სთხოვა, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ გვერდის არსებობა აღარც ახსოვდა და მის წაშლას დაპირდა. წაშლამდე კი გვერდს 2 მილიონზე მეტი მოწონება ჰქონდა.


კვირაზე მეტია რაც FACEBOOK დიდ სკანდალში გაეხვა. მას 50 მილიონი მომხმარებლ;ის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. მონაცემები Cambridge Analytica-მ მიზნობრუვი პოლიტიკური რეკლამის გაყიდვის მიზნით გამოყენა. სკანდალი Guardian-მა ააგორა. ცუკერბერგი ბრიტანეთის პარლამენტშიც დაიბარეს, მას შესაძლოა კონგრესის წინაშეც მოუწიოს განმარტების გაკეთება. თავად FACEBOOK-ის კაპიტალიზაცია კი ბოლო 10 დღეში 75 მილიარდი დოლარით $536-დან $461 მლრდ-მდე შემცირდა. დაკარგული თანხის ოდენობა 102 მილინიან ეთიოპიის მშპ-ს აღემატება.


მსგავს თემაზე:

ილონ მასკმა ყველა ცეცხლსატყორცნი გაყიდა


ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


Tesla Model 3 გაყიდვებით პირველ ადგილზეა


Facebook-ი ხმოვან სტატუსებს ნერგავს



სხვა სიახლეები