• Ƀ/$

ილონ მასკს ხელოვნური ინტელექტი ატომურ ბომბზე საშიშად მიაჩნია

26 მარტი 11:36, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ოსტინში (ტექსასის შტატი) ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოსვლისას, მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი, კაცობრიობისთვის პოტენციურად უფრო საშიშიც კი შეიძლება იყოს, ვიდრე ბირთვული იარაღი. 

ილონ მასკი მულტიმილიონერი 28 წლის ასაკში გახდა.  მისი სახელი ყოველთვის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ინოვაციებს უკავშირდება. ის არაერთი კომპანიის მფლობელი და დამაარსებელია, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. მათ შორის ყველაზე ცნობილი საავტომობილო კომპანია „ტესლაა“, რომლის საწარმოო პროგრამაც მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული.


მასკსვე ეკუთვნის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სპეის იქსი“ (კოსმოსური ტურიზმი და კვლევა), „ბორინგ კომპანი“ (ახალი ტიპის ტრანსპორტი), „სოლარ სიტი“ (მზის ენერგია) და „ნეურალინკი“ (ნეირონ ტექნოლოგიები). ეს უკანასკნელი ადამიანის ტვინსა და კომპიუტერებს შორის კავშირის დამყარებაზე მუშაობს, რათა ასე შეძლოს ბევრი დაავადების გამკლავება და ადამიანებს აზროვნებაშიც კი დაეხმაროს. უფრო მეტიც, მასკის „ტესლამ“ შეიმუშავა ავტომობილების ნახევრად ავტონომიური ტექნოლოგია, რომლითაც უკვე მისი ავტომობილები კომპლექტდება. თუმცა უახლესი ტქნოლოგიებიდან ხელოვნური იტელექტი მის შეშფოთებას იწვევს. 



„მე ძალიან ახლოს ვარ ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან. და ეს ძალიან მაშინებს. მას უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეუძლია. ტექნოლოგიის გაუმჯობესების ტემპი კი წარმოუდგენელია“, - ამბობს მასკი.


ბევრი, მათ შორის ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და ჰარვარდს პროფესორი სტივენ პინკერი თვლის, რომ მასკი შიშს ჰყავს შეპყრობილი და ხელოვნური ინტელექტის მისეული შეფასება „უპასუხისმგებლობაა“. მაგრამ ამაზე სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ბიზნესმენი პასუხობს, რომ ვინც მის გაფრთხილებებს არ უსმენს, სულელია.


„ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებში ვხედავ ისაა, რომ ისინი თვლიან, რომ იმაზე მეტი იციან, ვიდრე რეალურად იციან და იმაზე საზრიანები არიან, ვიდრე რეალურად არიან. საზრიან ადამიანებს არ მოსწონთ ის იდეა, რომ მანქანამ შეიძლება მათ აზროვნებაში აჯობოს. ამიტომ ისინი ბევრ რამეს არ ითვალისწინებენ, რაც ძირეულად მცდარი გზაა“, - დასძენს მასკი.


ის თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის პოტენციური საფრთხის შემცირება, მის რეგულირებას შეუძლია. მაკონტროლებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც გააკონტროლებს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენებას. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ხელოვნური ინტელექტი იმაზე გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე ბირთვული იარაღი, რომლის შექმნის უფლებაც, ყველას არ აქვს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ხელოვნური ინტელექტი ბირთვულ იარაღზე ბევრად საშიშია“.


უფრო ადრე დუბაიში გამოსვლისას ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა სადაც ადამიანის ტვინისა და მძლავრი კომპიუტერის პირდაპირი კავშირის აუცილებლობაზეც ისაუბრა.



მსგავს თემაზე:

ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


ხელოვნური ინტელექტი 2026 წელს სასკოლო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს



სხვა სიახლეები