• Ƀ/$

Tesla-სთვის ჩინეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი გახდა

26 მარტი 13:34, 2018 წელი | კომპანიები

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla 2017 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი ჩინეთის ბაზრიდან მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სააგენტო სინხუა ავრცელებს.


ჩინეთში Tesla–ს ფილიალის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა ცისქვეშეთის ბაზარზე გასულ წელს $2 მლრდ–ს მიაღწია, რაც თითქმის 90%–ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


Tesla–მ ჩინეთის ტერიტორიაზე აკუმულატორების დასამუხტი 1000–ზე მეტი საფირმო მოწყობილობა დაამონტაჟა, რომელთა მეშვეობით ავტომობილის სრულად დამუხტვა 1 საათშია შესაძლებელი.


სხვა სიახლეები