• Ƀ/$

ნიუ-იორკი განახლებად ენერგიაში ინვესტირებას ზრდის

26 მარტი 14:42, 2018 წელი | ტექნოლოგიები

განახლებადი ენერგიის წარმოებას ნიუ-იორკიც აპირებს და ამ მიზნით უახლოეს 5 წელიწადში $1.5 მლრდ-ს ინვესტიციას გეგმავს, 2030 წლისთვის კი მოხმარებული ენერგიის მინიმუმ 50%-ს განახლებადი წყაროებისგან მიიღებს. 

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად მზის ენერგიის მოხმარება გაიზრდება და მისი წილი 85% გახდება. მავნე აირების ემისია კი 16 მილიონი ტონით შემცირდება.


გადაწყვეტილება ნავთობისა და გაზის მწარბოებელი კომპანიების გეგმებთან წინააღმდეგობაში მოდის, რომლებიც ოკეანეში, ბურღვის შედეგად რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 320 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ. სამუშაო ადგილებს განახლებადი ენერგიაც შექმნის, ოღონდ უფრო ნაკლებს.


განახლებადი ენერგიის მხარდამჭერთა განცხადებით გარდა იმისა, რომ მზის პანელი გარემოს ისედაც არ აზიანებს, მისი გამოყენების შემთხვევაში ნავთობის ოკეანეში ჩაღვრა და სხვა მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაც გამოირიცხება.


რეალურად, დანახარჯების შემცირების ფონზე, რეალურმა ინვესტირებამ დაგეგმილს შესაძლოა მნიშვნელოვნად გადააჭარბოს. განახლებადი ენერგიის წარმოებაში შეერთებული შტატები ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს და ამ პოზიციას სავარაუდოდ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს. 


მსგავს თემაზე:

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


განახლებად ენერგიაზე ფასების კლება და სამთავრობო მხარდაჭერა მისი წარმოების მოცულობას ზრდის


Microsoft განახლებად ენერგიაში წილს ზრდის


განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი, აშშ და ინდოეთი წინაურდებიან



სხვა სიახლეები