• Ƀ/$

საუდიტები მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს ააშენებენ

28 მარტი 14:21, 2018 წელი | ტექნოლოგიები

საუდიტების მემკვიდრე პრინცმა ბუჰამად მინ სალმანმა კომპანია SoftBank–ის გენერალურ მენეჯერთან მასაეში სონთან სამეფოს ტერიტორიაზე მზის მსოფლიოში უდიდესი ელექტროსადგურის მშენებლობის განზრახულებათა აქტს მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა Newsru.co.il ავრცელებს.


შეთანხმების პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის, ორი დანადგარის მონტაჟია გათვალისწინებული, რომელთა სიმძლავრე 3 და 4,2 გიგავატს შეადგენს. 2030 წლისთვის, როდესაც პროექტი უნდა დასრულდეს, მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 200 გიგავატი უნდა იყოს.


შეთანხმება ასევე მოიცავს მზის ენერგიის პანელებისა და შესაბამისი აკუმულატორების შემუშავებას. წინასწარი ვარაუდით, ამ ენერგოპროექტის ფარგლებში 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება და მთლიანი ნაციონალური პროდუქტის მოცულობა წელიწადში $40 მლრდ–ის გაიზრდება.


სხვა სიახლეები