• Ƀ/$

Huawei-მ P20 და P20 PRO წარადგინა

28 მარტი 15:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Huawei-მ პარიზში 2 ფლაგმანური სმარტფონი P20 და P20 PRO  წარადგინა. მათი მთავრი ღირსება კამერაა, თუმცა წინა მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია პროცესორი, მეხსირება და სხვა პარამეტრები.

P20-ს 2 კამერა გააჩნია ძირითადი 20 მეგაპიქსელიანი F/1.6 დიაფრაგმით და სელფის 12 მეგაპიქსელიანი F/1.8 დიაფრაგმით. ლაზერულთან ერთად სიღმისეული და ფაზური ავტოფოკუსის კომბინაციით მოძრავი ობიექტის დაფიქსირება მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.


P20 PRO-ს მონაცემები ბევრად უფრო შთამბეჭდავია. მთავრი კამერა აქ უკვე 40MP-იანია, დიაფრაგმა F/1.8, სენსორი კი 1/1.7 სელფის კამერა 20MP-იანია, თუმცა კამერების რაოდენობა ამით არ ამოიწურება, უკანა მხარეს ძიღითადთან ერთად კიდევ 2 კამერა აქვს 20 და 8 მეგაპუქსელიანი.


მთავარი აქცენტი გამოსახულების დეტალიზაციაზეა გამახვილებული. გაუმჯობესებულია სახის ამოცნობის ფუნქცია და ღამით გადაღების შესაძლებლობა. ვიდეოს გადაღების სიჩქარე წამში 960 კადრია. LCD ეკრანის გარჩევადობა კი 2224X1080-ზე. სმარტფონის ოპერატიული მეხსირება 6GB-ს შეადგენს, ძირითადი კი 128GB-ს.


სმარტფონების გაყიდვები 6 აპრილიდან დაიწყება P20-ის ფასი 649 ევრო იქნება, P20 PRO-ის კი 899 ევრო. დრო როცა Huawei იაფ ალტერნატივად განიხილებოდა ნელ-ნელა წარსულს ბარდება.


სამარტფონების ბაზარზე SAMSUNG პირველობას არავის უთმობს. 2017 წელს მან 317 მილიონი მოდელის გაყიდვა მოახერხა და ბაზარზე 21.7%-იანი წილი დაიკავა. APPLE 215 მილიონი გაყიდული სმარტფონით მეორე ადგილზეა. მისმა წილმა 14.8% შეადგინა. რაც შეეხება HUAWEI-ს 2017 წელს მან 154 მილიონი მოდელის გაყიდვა შეძლო და 10.6%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG_მა Galaxy S9 და S9+ წარადგინა


6.5-ინჩიან სმარტფონს apple შემოდგომაზე წარადგენს



სხვა სიახლეები