• Ƀ/$

ჯეიმს ვების ტელესკოპს კოსმოსში 2020 წელს გაუშვებენ

29 მარტი 12:10, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2020 წლამდე გადაიდო. მიზეზად რისკებისგან დაზღვევა დასახელდა.

ტელესკოპზე მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი გაშვება თავდაპირველად ჯერ კიდევ 2007 წელს იგეგმებოდა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და დღეს უკვე დაზუსტებით იმის თქმა თუ როდის შესრულდება მისია შეუძლებელია. წლების განმავლობაში იზრდებოდა მისი ბიუჯეტიც რაც გაუთვალისწინებელი ხარჯენით, დამატებითი ფუნქციებისშეთავსებით და ფულის დროითი ღირებულებით იყო გამოწვეული. ამჯერად მისი ღირებულება $8.8 მლრდ-ს შეადგენს.


ტელესკოპის მისია ადრეული ვარსკვლავებისა და სამყაროს ევოლუციის შესწავლა იქნება. ჯეიმს ვებამდე. 1990წელს კოსმოსში პირველად ჰაბლის ტელესკოპი გაუშვეს, რომლის ფოტოების ხარისხი დედაიწიდან გადაღებულთან შედარებით ძალიან მაღალი აღმოჩნდა.  ჰაბლს 2004 წელე გამა გამოსხივების საკვლევად SWIFT მოჰყვა. 2009 წელს გაშვებულმა კეპლერმა კი 3700-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. ჯეიმს ვების ჰაბლის ჩამნაცვლებლად განიხილება. ჰაბლის სარკის დიამეტრი 2.4 მეტრიიყო, ჯეიმს ვების კი 6.5 ანუ 2.7-ჯერ მეტი. სარკის ფართობი კი 4.52 კვადრატული მეტრი 33.14-ის საპირისპიროდ.



ჰაბლის ტელესკოპი ორბიტაზე 540 კილომეტრის მანძილზეა. ნასამ მისი აწყობისას პატარა შეცდომა დაუშვა და სარკის დიამტრი თმის ღერის 1/50-ით სქელი გამოუვიდა რის გამოც კინაღამ მთელი პროექტი ჩაიშალა, თუმცა დედამიწიდან გაგზავნილმა გუნდმა პრობლემის მოგვარება შეძლო. ანალოგიური შეცდომის გამოსწორება კი ჯეიმს ვებზე შუძლებელი იქნება, რადგან მისი გაშვება 1.5 მილიონ კილომეტრის დაშორებით იგეგმება.


მსგავს თემაზე:

მასკმა ინტერნეტის გამავცელებელი სატელიტი კოსმოსში გაუშვა


ბნელი ენერგიის კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება



სხვა სიახლეები