• Ƀ/$

Alibaba–მ და Ford-მა ავტომობილების გასაყიდი პირველი ავტომატი გახსნეს

1 აპრილი 11:00, 2018 წელი | კომპანიები

ჩინეთში, მსოფლიოში პირველი სავაჭრო ავტომატი გაიხსნა, საიდანაც ავტომობილები გაიყიდება.

პროფილური პორტალი TechCrunch იუწყება, რომ გუანჩჟოუს პროვინციაში ასეთი ავტომატის შექმნის იდეა ჩინურ ინტერნეტ–გიგანტს Alibaba და ამერიკულ ავტომწარმოებელ Ford-ს ეკუთვნით.


სავაჭრო ავტომატი არის ოთსართულიანი ავტოსადგომი, რომელიც TMall.com–ის „ყურებითაა“ მორთული (Alibaba–ს შვილობილი კომპანია). ამ აპარატში Ford–ის მიერ წარმოებული ავტომობილების 40–ზე მეტი მოდელია წარმოდგენილი, მათ შორის Explorer SUV, Mustang, Edge და Everest. მათი ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საკმარისია აპარატში არსებული მოდელებიდან რომელიმე ავტომობილი დაემთხვეს თქვენს სურვილს და TMall.com–ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეარჩიოთ მანქანა. ამის შემდეგ უთითებთ ანგარიშსწორების მეთოდს. მანქანის საფასური შეგიძლიათ თავიდანვე მთლიანად დაფაროთ, ან შეიძინოთ განვადებით და წინასწარ მისი ღირებულების მხოლოდ 10% გადაიხადოთ. ამის შემდეგ სასურველი ავტომობილი ჩავად ჩამოდის მრავალდონიანი ლიფტიდან, საიდანაც ის უკვე თქვენ შეგიძლიათ გაიყვანოთ.


„ავტომობილის ყიდვა ისეთივე მარტივი გახდება, როგორც ქილა კოლას შეძენა“, – აღნიშნავს TMall.com–ის ხელმძღვანელი უი ვეი.


ავტომობილი, გარდა შეძენისა, აპარატიდან 3–დღიანი ტესტდრაივისათვისაც შეგიძლიათ გაიყვანოთ. ამ შემთხვევაშიც იგივე აპლიკაციით სარგებლობს მომხმარებელი. თუმცა, ტესტ–დრაივის შემთხვევაში მომხმარებელმა სელფი უნდა გადაიღოს აპარატთან, სადაც სახის ამომცნობი კამერებია დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც პროგრამულად მოხდება ადამიანის იდენტიფიცირება, მას შეუძლია კონკრეტული ვადითა და მითითებული მანძილის გასავლელად გამოიყვანოს ავტომობილი.


სხვა სიახლეები