• Ƀ/$

მობილური ტელოფონი 45 წლისაა

3 აპრილი 16:18, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მობილური ტელეფონი იუბილარია. პირველი ფიჭური ზარი 45 წლის წინ, 1973 წლის 3 აპრილს განხორციელდა, თუმცა მისმა კომერციალიზაციამ მთელი 10 წლით დაიგვიანა.

პირველი მობილური - Motorola DynaTAC 800 გრამზე მეტს იწონიდა, არ ჰქონდა ეკრანი, sms-ის გაგზავნის ან რაიმე სხვა დამატებითი ფუნქცია გარდა დარეკვისა. ტელეფონის აკუმულატორი მხოლოდ 30 წუთს ძლებდა, დატენვის დრო კი 10 საათს აღწევდა. მისი ფასი $3995-ს შეადგენდა, დღევანდელი კურსით $9184 ანუ 22 000 ლარი. 80-იანი წლების ბოლომდე მობილურ ტელეფონს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული კი ნივტმა ნამდვილი ტრანსფორმაცია განიცადა, რაც დღემდე გრძელდება ახლა უკვე სმარტფონების სახით. 20-იან წლებში 5G ტექნოლოგია სმატფონის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.


მსგავს თემაზე:

კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს


პირველი სმარტფონი 24 წლისაა



სხვა სიახლეები