• Ƀ/$

3D პრინტერით სახლის აგების დრო 8 საათამდე მცირდება

4 აპრილი 11:08, 2018 წელი | ტექნოლოგიები

3D პრინტერი სიახლეს აღარ წარმოადგენს. მისი საშუალებით აგებენ სახლებს, ამზადებენ თვითმფრინავის ნაწილებს და ადამიანის იმპლანტატნტებსაც კი, სიახლეა შემცირებული დრო. სრულყოფილი სახლი 8 საათში. 

მცირე ზომის 40 კვადრატული მეტრის სახლის აშენებას, თავისი საკომუნიკაციო სისტემით, ელექტროგაყვანილობით, სანტექნიკით, კარ-ფანჯრით რამდენიმე თვე სჭირდება, პრინტერი ამ ყველაფერს 8 საათში ახერხებს. სახლს ავტონომიური ენერგომამომარაგების სისტემაც გააჩნია.



მთავარი პრობლემა - მაღალი ფასი ნელ-ნელა წარსულს ბარდება, მაგრამ მიწოდება ჯერჯერობით მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. 3D პრინტერს ამ ეტაპზე დიდი ზომის შენობის და ცათამჯენების მთლიანად აგება არ შეუძლია, თუმცა ნაწილების დამზადებით მისი აგების დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.


პოპულარობის ზრდის მიუხედავად 3D  პრინტერი მაინც უფრო მომავლის ტექნოლოგიად სახელდება, რომელიც 20-იან წლებში ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.


მსგავს თემაზე:

3D პრინტერზე ამობეჭდილი ძრავები General Electric-ისთვის


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი I)


2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)


კორეაში 5G ინტერნეტი გამოსცადეს



სხვა სიახლეები