• Ƀ/$

ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში 822 000 ეიფელის კოშკი წონის ნარჩენი ხვდება

4 აპრილი 16:35, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საყოფაცხოვრებო ნარჩენები პლანეტის ეკოსისტემას ანადგურებს. ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში რამდენიმე მილიარდი ტონა პლასტიკატი და სხვა გადაუმუშავებელი საგნები ხვდება. 

პლასტიკატი მარტივი დასამზადებელია, მსუბუქია და ძალიან იაფი. ეს ყოველივე მის პოპულარობას ხელს უწყობს, ამავე დროს მისი გაფრთხილების ან ხელახალი გადამუშავების სტიმული ძალიან დაბალია.


ბრიტანეთი და სხვა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მთავრობა სპეციალურ შეზღუდვებს აწესებს. პოლიეთილენის პარკი ქაღალდით ნაცვლდება, მართალია აღალდის დამზადებისთვის ხეა საჭირო, მაგრამ გონივრული ჭრის დროს ტყის ფონდი არ ნადგურდება და აღდგენას ასწრებს, მაკულატურის გადამუშავებაც უფრო მარტივია. პლასტიკატის ბოთლს კი შუშის ბოთლით ანაცვლებენ, თუმცა ნაკლოვანებები მასაც გააჩნია. მაღალი ფასის გარდა მასობრივი თავშეყრის ადგილას შესაძლოა იაღაღად იქნას გამოყენებული.


ჯამში ყოველწლიურად ოკეანეში 8 მილიარდ ტონაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ხვდება. ამ მოცულობის ცემენტითა და ფოლადით 822 000 ეიფელის კოშკი ან 25 000 ემპაია სტეიტ ბილდინგი აიგებოდა. ეს წონა აღემატება 80 მილიონი ლურჯი ეშაპისა და 1 მილიარდი აფრიკული სპილოს წონასაც.


პრობლემის გადაჭრის ერთი მარტივი გზა არ არსებობს, თუმცა მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ ნარჩენების ხელახალი გადამუშავება და პლასტიკატის შემცირება აუცილებლობას წარმოადგენს.


მსგავს თემაზე:

„ისლანდია“ ეკოლოგიურ პოლიტიკას ამკაცრებს


რატომ არ ყრიან შვეიცარიელები კვირას მინის ნარჩენებს



სხვა სიახლეები