• Ƀ/$

ტრამპის ტვიტები AMAZON-ის კაპიტალიზაციას ამცირებს

5 აპრილი 15:16, 2018 წელი | კომპანიები

დონალდ ტრამპი AMAZON-ს უპირისპირდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინტერნეტვაჭრობის გიგანტი სამუშაო ადგილებს აქრობს და სხვებთან შედარებით ნაკლებ გადასახადს იხდის. პრეზიდენტის განცხადება ტვიტერის მეშვეობით გავრცელდა.

ტრამპის ტვიტის შემდეგ AMAZON-ის კაპიტალიზაცია $27 მლრდ-ით 700-დან 673 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.


ტრამპის ეს განცხადება პირველი არ ყოფილა, ის ყველაზე დიდ ინტერნეტმაღაზიას აგვისტოშიც დაესხა თავს, ოღონდ მაშინ ამაზონის ზარალი შეადარებით მცირე 5 მილიარდი დოლარი აღმოჩნდა. ამჯერად ტრამპმა  ისიც აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ფოსტა ამაზონის მსახურად გადაიქცა, რაც ძალიან ცუდია.


AMAZON ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზიაა. კომპანია 1994 წელს დაარსდა. მისმა შემოსავალმა 2017 წელს $178 მლრდ-ს მიაღწია. კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია რომლის ქონებაც $117 მლრდ-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

Amazon-ის პირველი სუპერმარკეტი სალაროების გარეშე


Amazon-მა ოფისში $4 მლრდ გადაიხადა


პერსონალური დამხმარე AMAZON ALEXA წარმატებულ პროექტად დასახელდა


$1 ტრლნ-იან კაპიტალიზაციას შესაძლოა პირველმა amazon-მა მიაღწიოს



სხვა სიახლეები