• Ƀ/$

SpaceX–მა 4425 ინტერნეტ–თანამგზავრის გაშვების ნებართვა მიიღო

6 აპრილი 15:39, 2018 წელი | ტექნოლოგიები

აშშ–ის ელექტროკავშირის ფედერალურმა კომისიამ (FCC) SpaceX–ს განცხადება დააკმაყოფილა, რომელიც თანამგზავრული ტექნოლოგიით ამერიკისა და მთელი დედამიწის ფართოზოლიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ეს გადაწყვეტილება პირველია აშშ–ის ისტორიაში და ის კომპანიას უფლებას აძლევს, დაბალ ორბიტაზე გაიყვანოს თანამედროვე თანამგზავრების მთელი დაჯგუფება.


კომპანია SpaceX–მა მოიპოვა სიხშირეების გამოყენების უფლება შემდეგ დიაპაზონებში – Ka (20/30 GHz) და Ku (11/14 GHz). ამით კომპანია ინტერნეტით მთელ მსოფლიოს უზრუნველყოფს. კომპანიამ, რომელიც 4 425 თანამგზავრის გაშვებას გეგმავს ორბიტაზე, გარკვეული პირობებიც უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორის აღნიშნულ დიაპაზონებში მომუშავე სხვა კომპანიების ინტერესების დაცვა.


პოზიტიური გადაწყვეტილება 5 ხმიდან ხუთივეს მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება სიურპრიზი არავისთვის გამხდარა, ვინაიდან პროექტს რეკომენდაცია კომისიის თავმჯდომარემ აჯიტ პაიმ გაუწია.


FCC 17 აპრილის ღია სხდომაზე წინადადებებს განიხილავს, რომლებიც მცირე ზომის თანამგზავრული სისტემების პოპულარულობის გამო, მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.


მსგავს თემაზე:


აშშ–ის მთავრობამ ილონ მასკის „მსოფლიო WI-FI”-ს გაშვებას მხარი დაუჭირა


სხვა სიახლეები