• Ƀ/$

ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს „უკვე წაგებული აქვს სავაჭრო ომი“

6 აპრილი 22:18, 2018 წელი | ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ საქონეპროდუქციაზე გადასახადების დაწესების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების დასაცავად პარასკევს განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკვე ისედაც წაგებული აქვს ნებისმიერი სავაჭრო ომი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.


ამერიკის ლიდერის თქმით, მიღებული ზომები „გარკვეულ ტკივილს გამოიწვევს“, მაგრამ საბოლოო ჯამში აშშ უკეთესად იქნება.


„ჩვენ არ ვართ სავაჭრო ომის მდგომარეობაში. ჩვენ ის უკვე წავაგეთ“, – განაცხადა ტრამპმა ნიუ–იორკის რადიოსადგურ 77 WABC–თან ინტერვიუში.


„მე არ ვამბობ, რომ ეს უმტკივნეულო იქნება... მაგრამ ჩვენ გაცილებით ძლიერი ქვეყანა გვექნება, როდესაც ეს დამთავრდება“, – თქვა დონალდ ტრამპმა.


აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაღალჩინოსნებს, რომლებიც ვაჭრობის საკითხებით არიან დაკავებული, ხუთშაბათს დაავალა, ჩინური ნაწარმისთვის დამატებით $100 მლრდ–ის ღირებულების გადასახადის დაწესების საკითხი განიხილონ. ამით ტრამპი მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს.


სხვა სიახლეები