• Ƀ/$

შენჯენი - ჩინეთის სილიკონის ველი

7 აპრილი 11:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მისი ზოგიერთი ქალაქის ან პროვინციის კი ძალიან სწრაფად. ერთ-ერთი ასეთი სწრაფადმზარდია შენჯენი რომელსაც ჩინეთის სილიკონის ველსაც უწოდებენ.

შენჯენი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით გუანდუნის პროვინციაში მდებარეობს. მოსახლეობა 12.5 მილიონი. 1980 წელთან შედარებით 40-ჯერ მეტი. დაშორება ჰონგ-კონგიდან მხოლოდ 27 კილომეტრი, მაკაუდან 64 და 15 მილიონიანი გუანჯოუდან 104 კილომეტრი. წრეში მოქცეული ზონა პაკინთან და შანხაისთან ერთად თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკას ქმნის. 



ქალაქის ისტორია მაოს გარდაცვლაების შემდეგ, 1979 წლიდან იწყება. პრაქტიკულად არაფრიდან, 40 წელზე ნაკლებ დროში თანამედროვე მრეწველობის ცენტრი შეიქმნა. ქოხმახები ცათამბჯენებმა ჩაანაცვლა.



მართალია ჩინეთი მონოლითური სახელმწიფოა, მკაცრი ცენტრალიზებული მმართველობით, მაგრამ ცხოვრების დონე და ეკონომიკური მოწყობაც კი განსხვავებულია ერთმანეთისგან. პეკინი დედაქალაქია და ბუნებრივია მას სამთავრობო ყურადღება არ მოაკლდება. შანხაი ქვეყნის მთავარი და აზიის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ცენტრი, აქაც ყველაფერი გასაგებია. ჰონკონგი 1997 წლამდე ბრიტანული მმართველობის ქვეშ იყო, მაკაუ კი 1999 წლამდე პორტუგალიის მმართველობის ქვეშ. შენჯენის ისტორია კი ყველასაგან განსხვავებული. 1979 წელს დენ სიაო პინმა მეთევზეთა სოფელში სოციალიზმი მთლიანად უარყო. დაუშვა კერძო საკუთრება, უცხხოელ მწერამეებს კარი გაუღო, გადასახადები თითქმის ნულამდე დასწია და უცხოური ვალუტის ბრუნვაც კანონიერად ცნო. მასშტაბური რეფორმის შედეგი ძალიან მალე დადგა.



წლიური 10%-იანი ეკონომიკის ზრდა განვითარებად ქვეყანაშიც კი საკმადო კაგი შედეგია და ამავე დროს რთულად მისაღწევი. შენჯენის ეკონომიკა 1981-1993 წლებში წელიწადში 40%-ით იზრდებოდა. ანუ ჯამში 56-ჯერ, 5600%-ით გაიზარდა.


მსოფლიოს 20 ფინანსური ცენტრიდან ჰონგ-კოგის ჩათვლით 4 ჩინეთშია. შენჯენი ერთ-ერთი მათგანია. მისი მშპ $340 მლრდ-ს აჭარბებს. რითაც აღემატება 190 მილიონიან პაკისტანს, 165 მილიონიან ბანგლადეშს, პორტუგალიას, ჩეხეთსა და საბერძნეთს.


მიუხედავად იმისა, რომ შენჯენში ფინასური მომსახურებაც განვითარებულია და მშენებლობის ბუმიც არ წყდება, ყველაზე მეტად მაინც ტექნოლოგიებია განვითარებული. ინდუსტრიული პარკი რომელიც 1996 წელს დაარსდა 12 კვადრატულ კილომეტრზეა განთავსებული და მისი გაფართოებაა დადგეგმილი. სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები, დესკტოპ კომპიუტერები და მათი ნაწილები... ასევე დრონები, ლედ ნათურები და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ქალაქში ყველაფერი იწარმოება. 2017 წელს მსოფლიოში 1.5 მილიარდი სმარტფონი გაიყიდა, მათგან 900 მილიონზე მეტი ჩინეთში იყო დამზადებული, დიდი ნაწილი შენჯენში. ელექტრომობილი უკვე რამდენიმე წელია სიახლეს აღარ წარმოადგენს, უცხეოლებთან საკომუნიკაციოდ ონლაინ თარჯიმნებს იყენებენ, რომელიც ხმოვან რეჟიმში ინგლისურიდან ჩინურად და ჩინურიდან ინგლისურად საკმაოდ მაღალი ხარიხით თარგმნის.


ცათამბჯენებსა და ფართო ქუჩებს მწვანე საფარი არ გაუნადგურებია. ეკოლოგიური გარემო ქალაქში დღესაც პრიორიტეტია.



ქალაქის არქიტექტურული განვითარების სამომავლო კონცეფცია კი არსებულზე არანაკლებ შთამბეჭდავია. გამწვანება კი ჰორიზონტალურთან ერთად ვერტიკალურადაცაა გათვალისწინებული.



მსგავს თემაზე:

ნიუ-იორკი - რუსეთზე დიდი ეკონომიკა


მაკაუ - მეორე ჰონგ-კონგი


ნორვეგია მომავლის ქალაქს აშენებს



სხვა სიახლეები