• Ƀ/$

ნორვეგია 2020 წლიდან სრულად ავტონომიურ გემებს გამოუშვებს

7 აპრილი 12:02, 2018 წელი | ტექნოლოგიები

თანამედროვე საავტომობილო მრეწველობა ინტენსიურად მუშაობს ავტონომიურ ავტომობილებზე, რომლების მასობრივად წარმოებასაც რამდენიმე წელიწადში გვპირდებიან.

ავიაციაში მსგავსი ტექნოლოგიები უკვე დიდი ხანია, დამკვიდრდა ავტოპილოტის სახით. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე სატვირთო გემებიც შეძლებენ ავტონომიურ რეჟიმში ცურვას.


ნორვეგიულმა გლობალურმა საზღვაო ჯგუფმა „ვილჰელმსენმა“ ხელშეკრულება გააფორმ ტექნლოგების შემუშავებაზე ორიენტირებულ ნორვეგიულ კომპანია „კონგსბერგთან“, რისი მიზანიც, ნორვეგიაში ავტონომიური სატვირთო გემების შექმნა და ექსპლუატაციაა. მათი ერთობლივი გეგმის შესაბამისად, 2019 წელს წყალში უნდა ჩაუშვან პირველი სრულად ელექტრული ხომალდი, რომელიც ერთი წლის შემდეგ ავტონომიური ტექნოლოგიითაც აღიჭურვება.


პროექტს ახალი კომპანია შეასრულებს, რომელიც „ვილჰელმსენმა“ და „კონგსბერგმა“ ერთობლივად ჩამოაყალიბეს. მისი სახელია „მასსტერლი“. მისი პირველი გემები დრონის პრინციპით იმუშავებენ. ანუ, მათ ხმელეთზე შორეული ოპერატორები ეყოლება. ისინი მართვის ცენტრების სახით იმუშავებენ.


შემდგომში ეს ცენტრები პროფილს შეიცვლის და დამკვირვებლის სტატუსს მიიღებს. შესაბამისად, მისი ოპერატორები აღარ მიიღებენ ავტონომიურ რეჟიმში მცურავი გემების მართვაში მონაწილეობას, თუმცა მათ გადაადგილებას დააკვირდებიან და, საჭიროების შემთხვევაში, მართვაშიც ჩაერევიან.


პირველად ახალ გემებს მოკლე მარშრუტებზე გამოიყენებენ. მათი ელექტრული დანადგარების მეშვეობით, გამონაბოლქვიც შემცირდება. ამასთან, ოპერირებაც გაიაფდება. პარალელურად, „მასსტერლი“ სანავიგაციო ინფრასტრუქტურას ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაიყვანს, რაც სწორედ ავტონომიური გემების მართვასა და მარშრუტების შედგენაზე იქნება ორიენტირებული.


რაც შეეხება ელექტრულ გემებს, ამ მხრივ, ნორვეგიული კომპანიები პიონერები არ არიან. ახლახანს ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მალე კარბონ-ნეიტრალური ელემენტებით აღჭურვილი სატვირთო ბორნების ექსპლუატაციას დაიწყებს.


სხვა სიახლეები