• Ƀ/$

GOOGLE-ს ბრიტანეთში ახალი $1.4 მლრდ-იანი ოფისი ექნება

7 აპრილი 15:59, 2018 წელი | კომპანიები

GOOGLE-ის ახალი ოფისი ლონდონში თავისი ზომით გამორჩეული იქნება. მისი სიგრძე 330 მეტრს მიაღწევს, რაც "ბიგ ბენის" კოშკის სიმაღლეს 3.6-ჯერ აღემატება.

არქიტექტორებმა თანამედროვე ტენდენციების საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს რომ შენობა ჰორიზონტალურად განევრცოთ და არა ვერტიკალურად. შენობა 11 სართულიანი იქნება, საერთო ფართობი  90 000 კვადრატული მეტრი, მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და დასრულების შემდეგ მასში 7000 თანამშრომელი გადავა. სავარაუდო ხარჯი $1.4 მლრდ-ს შეადგენს.


გასაკვირი არაა, რომ GOOGLE-ის ოფისი უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება, ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. სახურავზე კი გამწვანება მოეწყობა.


დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები ბოლო პერიოდში სათაო ფისებზე მილიარდობით დოლარს აღარ ზოგავენ. შეერთებულ შტატებში AMAZON-ის სათაო ოფისი $4 მლრდ დაჯდა.



რეკორდი კი ამ შემთხვევაშიც apple-ის ეკუთვნის, რომლის სათაო ოფისის ღირებულება $5 მლრდ-ს შეადგენს. ეს შენპბაც მწვანე საფარისა და მზის პანელების სიმრავლით გამოირჩევა.



მსგავს თემაზე:

Google-ის სასწავლო პროგრამები უფასო ხდება


Amazon-მა ოფისში $4 მლრდ გადაიხადა



სხვა სიახლეები