• Ƀ/$

შვეიცარია ტალანტების მოზიდვის კუთხით პირველ ადგილზეა

8 აპრილი 15:00, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

განათლების დონე და სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. განსხვავდება როგორც დაწყებითი სკოლის ან უნივერსიტდამთავრებულთა შესაძლებლობები, ასევე ტალანტების მოზიდვის მაჩვენებელიც.

GTCI-ის (გლობალური ნიჭის კონკურენტუნარიანობის ინდექსი) თანახმად მთელი მსოფლიოდან ტალანტებს ყველაზე მეტად შვეიცარია იზიდავს. ამ მოსაზრების ერთ-ერთი დასტური ცერნის ლაბორატორიაა, რომელიც მართალია მიწის ქვეშ ნაწილობრივ საფრანგეთის ტერიტორიაზეც არ განთავსებული, მაგრამ მაინც უფრო მეტად შვეიცარიასთან ასოცირდება. სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სრული დატვირთვის 2500 მეცნიერი მუშაობს, მათ შორის საქართველოს მოქალქეებიც, კიდევ 12 000 მკვლევარი კი სხვადახვა პროექტებშია ჩართული. 2013 წელს ლაბორატორიაში დაამტკიცეს ნაწინასწარმეტყველები ჰისის ბოზონის არსებობა, ე.წ. ღმერთის ნაწილაკის, რომელმაც 13.7-13.8 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქების შემდეგ სხვა ნაწილაკებს მასა შესძინა. 27 წლის წინ ბრიტანელმა ტიმ ბერნანდს ლიმ, იმავე ცერნის ლაბორტატორიაში დომენი WWW დააპატენდა, რითაც ინტერნეტი ფართო მოხმარების საგნად აქცია.



მეორე ადგილს სინგაპური იკავებს. აზიაში მდებარე 700 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ქალაქ-სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობის ისტორია მხოლოდ ნახევარ საუკუნეს ითვლის, მაგრამ ერთ-ერთი მოწინავეა ტექნოლოგიების მხრივ. ქვეყანა რეგიონის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, მას ასევე საუკეთესო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაც გააჩნია.



მესამე ადგილს შეერთებული შტატები იკავებს თავისი სილიკონის ველით. მართალია ათეულობით და ასეულობით მილიარდი დოლარი, რომელიც კვლევებში იხარჯება უფრო კომერციული მიზნისკენაა მიმართული ვიდრე წმინდა სამეცნიერო, მაგრამ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხშირად ავსებს და არ გამორიცხავს. რეალურად ყველაზე მეტ ტალნტს სწორედ აშშ იზიდავს. ნიკოლა ტესლა შტატებში ხორვატიიდან მოხვდა, აინშტაინი გერმანიიდან, ნილს ბორი დანიიდან,  ნიკოლა ტესლა სამხრეთ აფრიკიდან. ემიგრანტებმა, ძირითადად გერმანიიდან დევნილებმა იმუშავეს ბირტულ და კოსმოსურ პროგრამაზე. რადგან კვლევაში ქვეყნის ზომაც იყო გათვალისწინებული, ამის გამო რეიტინგში აშშ-ის ფართობითა და მოსახლეობით მცირე ზომის ქვეყნებმა გადაუსწრეს. მეცნიერული თვალსაზრისით უკანსაკნელი დიდი აღმოჩენა იყო გრავიტაციული ტალღები, რომელიც 2015 წლის მიწურულს LIGO-ს ლაბორატორიაში (აშშ) მოხერხდა.



რეიტინგში ნორვეგია მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანა რომელიც წლებია ადამიანური განვითარების ინდექსის რეიტინგში პირველობას არ თმობს. ქვეყანა რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოებით ევროპაში პირველია მსოფლიოში კი შესაბამისად მე-15 და მე-7 ლიდერია ელექტრომობილების გაყიდვებით, 2017 წელს გაყიდულ ავტომობილებში ელექტრომობილების წილმა 39%-ს გადააჭარბა, 2018 წლის პირველ 3 თვეში კი უკვე 50%-იანი ფსიქოლოგიური ნიშნულიც კი გადალახა.



ხუთეულს შვედეთი ასრულებს. სადაც მართალია ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მაგრამ განათლებასა და კვლევებს ისევ დიდი ყურადღება ექცევა.



ფინეთი, რომელიც სასკოლო განათლების სისტემით ლიდერობს, ტალანტების მოზიდვის კუთხით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. GOOGLE-ის საძიებო სისტემის ველში ჩაწერილი ფრაზა „ფინური განათლების სისტემა“ 38.8 მილიონ შედეგს იძლევა, უფრო მეტს ვიდრე, ვიდრე ამერიკული, ბრიტანული ან გერმანული.



ათეულში ბოლო 4 პოზიციაც ევროპულ ქვეყნებს უკავიათ: დანია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი.


იაპონიამ მხოლოდ მეოცე ადგილი დაიკავა. მართალია ეს ქვეყანა ტექნოლოგიური განვითარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ პროცესებში ემიგრანტები ნაკებად არიან ჩართულნი.


განვითარებული ქვეყნების საპირისპიროდ, განვითარებად ქვეყნებს "ტვინების გადინება" აწუხებთ. ისინი ვერ უზრუნველყოფენ საკმარისი განათლების მიცემას და ვინც ამას მაინც ახერხებს პირობების არქონის გამო ქვეყანას ტოვებს.


მსგავს თემაზე:

ვიდეორგოლი, რომლითაც პრემიერმა საქართველო შვეიცარიაში წარადგინა


შვეიცარიაში მყინვარს გადნობისგან შეფუთვით იცავენ


265 მლნ ცხენისძალიანი მზის ელექტროსადგური გლობალური დათბობის წინააღმდეგ


რატომ არ ყრიან შვეიცარიელები კვირას მინის ნარჩენებს



სხვა სიახლეები