• Ƀ/$

INTEL CORE i9 - ყველაზე მძლავრი პროცესორი

9 აპრილი 13:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

პერსონალური კომპიუტერების პრეოცესორების წარმოებაში ბაზარზე ორი ძირითადი მოთამაშეა INTEL და AMD, ამასთან INTEL-ს 80%-იანი წილი უკავია. შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად მომხმარებელი არჩევანს მასზე აკეთებს. 

თანამედროვერ კომპიუტერის უმთავრესი ნაწილი - მიკროპროცესორი ბაზარზე 70-იანი წლებიდან გამოჩნდა. ჯერ კიდევ 80-იან წლებში წარმადობა 16-32 მეგაჰერცის ფარგლებში მერყეობდა. დღეს ეს მაჩვენებელი 3.5-4.2 გიგაჰერცამდეა გაზრდილი. პროცესორების უმრავლეოსბა 4, 8 ან სულაც 18 ბირთვიანია, რომელთაც იმდენივე ვირტუალური ბირთვი ემატება.


INTEL-ის უკანასკნელი პროცესორია intel core i9. ბაზარზე პროცესორის რამდენიმე მოდიფიკაციაა წარმოდგენილი რომელიც ერთმანეთისგან შესაძლებლობებითა და ფასით განსხვავდება. ყველაზე მძლავრის i9-7980XE-ს მონაცემები შემდეგანირად გამოიყურება:


·         წარმადობა 2.6 GHz


·         წარმადობა ტურბო რეჟიმის დროს 4.2 GHz


·         ბირთვების რაოდენობა 18 რეალური +18 ვირტუალური


·         L3 ქეშ მეხსიერებ 24.75 MB


·         ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა 128 GB


·         ფასი $1999


ასეთმა მონაცემებმა სრულფასოვან რეჟიმში რომ იმუშაოს საჭიროა, რომ სხვა ნაწილებიც მძლავრი იყოს. 64GB-იანი ოპერატიული მეხსიერება DDR4-ის ფასი $800-ს აღწევს, 1 TB SSD მეცხსიერება $270-ს, 4K გარჩევადობის მონიტორების ფასიც $250-დან იწყება. საერთო ჯამში საუკეთესო ნაწილებით აწყობილი დეკტოპ კომპიუტერის ღირებეულება $4000-ს აჭარბებს, თუმცა ეს შესაძლებლობები ადამიანთა უმრავლესობას რეალურად არ სჭირდება.


მსგავს თემაზე:

კვანტური კომპიუტერის პროექტში ნოდარ სამხარაძის გამოგონება და საერთაშორისო აღიარება


კორეაში სამუშაო კვირის დასრულებისას კომპიუტერებს სიტემიდან გათიშავენ



სხვა სიახლეები